ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტური იდეების განხორციელება დაიწყო
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსში კარიკატურები განთავსდა, სახელწოდებით "ეს შენი ჩემი ჩვენი სივრცეა".]


იდეა, რომელიც განახლებული სანაგვე ურნების და კარიკატურების  შექმნას გულისხმობდა, სასწავლებლის სტუდენტებს ეკუთვინით და ის წერეთლის უნივერსიტეტის პროექტის "მე - უნივერსიტეტის" გამარჯვებული გახდა.




"ნამუშევრები სახალისო და საინტერესოა, ამასათანავე ყველას ყურადღებას იპყრობს. მსგავსი საზღვარგარეთ მინახავს და მიხარია აქაც რომ გაჩნდა" - აცხადებენ წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები.

კარიკატურების შექმნის იდეაზე წერეთლის უნივერსიტეტის 6 სტუდენტი მუშაობდა.

" ხშირად მინახავს უნივერსიტეტის შენობებში დაყრილი ნაგავი, ამ ფორმით კი გვინდოდა სტუდენტების ყურადღება მიგვექცია და სისუთავეზეც გვეზრუნა" - განაცხადა იდეის ერთ-ერთმა ავტირმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, სალომე ძაგნიძემ.

პროექტი "მე - უნივერსიტეტი"  წერეთლის უნივერსიტეტში პირველად 2016 წელს განხორცილედა და მასში მონაწილება ხუთმა პროექტმა მიიღო.



 

Print