ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ველოპარკინგი მოეწყობა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ველოპარკინგის მოწყობა იგეგმება.
სასწავლებელში აცხადებენ, რომ ველოპარკინგის მოწყობის იდეამ პროექ " მე - უნივერსიტეტში" გაიმარჯვა და მისი განხორციელბა მიმდინარე წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი.

"უნივერსიტეტში პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება. სწორედ აქ გაიმარჯვა სტუდენტების იდეამ , რომელსაც ჩევნ აუცილებლად განვახორციელებთ" - აცხადებენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

წერეთლის უნივერსიტეტში ველოპარკინგის განთავსების სავარაუდო ადგილად იმ ტერიტორიას განიხილავენ, სადაც ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო.


Print