ახალი ამბები
ბოლო სამ თვეში ქუთაისში 20 ადამიანი დასაქმდა
FaceBook
მკერავი, მაღაზიის კონსულტანტი, მცხობელი, მზარეული - ეს არის ძირითადი პოზიციები, რომლებზეც დასაქმების პროგრამის ფარგლებში სამსახურის მაძიებლები საქმდებიან.

ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრში მიაწოდეს.

საგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე განმარტავს, რომ სამსახურის მაძიებლები ქუთაისში პროგრამით აქტიურად ინტერესდებიან.

"ბოლო სამი თვის მანძილზე ჩვენს მიერ მოძიებული იქნა 90 ვაკანსია და დავასაქმეთ 20 ადამიანი, ეს პროგრამა ნამდვილად ეფექტურად მუშაობს," - განმარტავს ჭიღლაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სამუშაოს მაძიებლები საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებამდე, გადამზადების პროცესს გადიან. ხოლო პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

სამუშაოს მაძიებლები დაინტერესების შემთხვევაში მითითებულ მისამარათზე : www.worknet.gov.ge.უნდა დარეგისტრირდნენ, ან მიმართონ სოციალური მომსახურების ადგილობრივ სააგენტოს.

პროექტი "დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" 2015 წლიდან დაიწყო, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალურივის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

1.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაძლიერება.

Print