ახალი ამბები
ტყიბულში დიდთოვლობის გამო სოფელ მუხურაში მისასვლელი გზა ჩაიკეტა
FaceBook

ტყიბულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, სამი დღის განმავლობაში მოსულმა თოვლმა,  პრობლემები შეუქმნა.


ამ დროისთვის ტყიბულის მხრიდან სოფელ მუხურში მისასვლელი გზა ჩაკეტილია. რის გამოც, სოფლის მკვიდრებს გარესამყაროსთან დაკავშირება შემოვლითი გზით უწევთ.

"ზამთარში მთაგორიან სოფელში რომ თოვლი იქნება ეს ახალი ამბავი არ უნდა იყოს. მაგრამ ამისთვის მუნიციპალიტეტს მზად ხომ უნდა იყოს, - განმარტავენ ადგილობრივები.

როგორც ტყიბულის გამგებლის მოადგილემ,  შალვა გაბრიაძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა,  სოფელ მუხურში თოვლის საფარი 4 მეტრს აჭარბებს.

"ეს არის უღელტეხილი, სადაც გაწმენდისთანავე შეიძლება ისევ დაიფიფქოს , არის მკაცრი კლიმატური პირობები , ამ დროისთვის ამ სოფელში გზაზე მოძრაობა არ არის , თუმცა თერჯოლის მხრიდან ალტენატიული გზა არსებობს სადაც მოწესრიგებულია მოძრაობა. ახლა მივდივართ მძიმე ტექნიკით , იმისთვის, სოფელ მუხრში შევძლოთ გზის გაწმენდა," - განაცხადა ტყიბული მუნიციპატილეტის გამგებლის მოადგილე, შალვა გაბრიაძემ.

მისი თქმით, ტყიბულში არცერთ სკოლაში საგანმანათლებლო პროეცესი არ შეწყვეტილა და ელექტრონერგია ყველა სოფელს მიეწოდება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში 6 ერთეული სპეცტექნიკა ირიცხება, რომლებიც  თოვლისგან გზების გაწმენდაც ახორციელებს. გამეგობაში განმარტავენ, რომ   ზამთრის სეზონისთვის 25 ტონა  ტექნიკური მარილი აქვთ შეძენილი.

 

Print