ახალი ამბები
თბილისში დაანონსებულ აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან
FaceBook
მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, დევნილთა სოციალური შემწეობის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, აქცია გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გია უკლებას თქმით, დაგეგმილ აქციას ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაციაც შეუერთდება. 

"ახლა საორგანიზაციო საკითხების განხილვა მიმდინარეობს, აუცილებლად შევუერთდებით აქციას", – ამბობს გია უკლება. 

2017 წლის 31 იანვარს, თბილისში, ენმ–ს ოფისში გამართული ბრიფინგის დროს ცნობილი გახდა, რომ 2 თებერვალს 14:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და აფხაზთა კრებაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ. 

აქციის მიზეზი დევნილთა სოციალური შემწეობის გაცემასთან დაკავშირებული რეფორმაა


Print