ახალი ამბები
ქუთაისში სასულიერო პირს, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, ბრალი წარედგინა
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ, სასულიერო პირს, გიორგი ჯახუას, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა ორი ძირი კანაფი ამოიღეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 265 მუხლის მე 3 ნაწილით აღიძრა, რაც 6 დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯახუასთვის ბრალის წაყენება დღეს მოხდა.

მისი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული.

გიორგი ჯახუას სახლიდან სამართალდამცავებმა ორი ძირი მარიხუანა მიმდინარე წლის 19 იანვარს ამოიღეს.

სასულიერო პირი აცხადებდა, რომ მისი სახლში ჩხრეკის მიზნით შესული პოლიციელები მას შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ. ასევე, ირწმუნება, რომ სამართალდამცავების მიერ აღმოჩენილ კანაფს ის სამკურნალო დანიშნულებით იყენებდა.

ჯახუას ინტერესებს იურისტი ვალერი თევდორაძე დაიცავს, რომელიც პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ქუთაისის ორანიზაციის  იურისტია.  

Print