ახალი ამბები
"ეს ხომ მათხოვრობაა" - ქუთაისში სოციალურად დაუცველმა ოჯახმა 10 ლარიანი დახმარება მიიღო
FaceBook

ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩა #2-ში მცხოვრებ, ოგანეზოვების ხუთსულიანმა ოჯახმა, 20 თვიანი წყვეტის შემდეგ, მხოლოდ 10 ლარიანი ფულადი დახმარება მიიღო.


ოჯახის დიასახლისის, როზა ოგანეზოვას განმარტებით, ყოველთვიური 10 ლარიანი დახმარება მხოლოდ მის მცირეწლოვან შვილიშილს ერგო.

" 29 იანვარს ავიღე ფული. რაში უნდა დამეხმაროს ან რა უნდა შეცვალოს ჩვენთვის ამ თანხამ. ეს ხომ მათხოვრობაა", - ამბობს როზა ოგანეზოვა.

ოჯახს 10 ლარიანი შემწეობა, სოციალური მომსახურების სააგენტომ, გასულ წელს სარეიტინგო ქულის (82 230) საფუძველზე დაუნიშნა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოგანეზოვები სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ 60 ლარიან დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუკი მათი სარეიტინგო ქულა 30 000–მდე იქნებოდა.

ოგენეზოვები სოციალურ დახმარებას 2012 წლიდან იღებდნენ. თუმცა, მათ ფულადი შემწეობის მიღება 2015 წლის აპრილიდან შეუწყდათ. სოციალურად დაუცველები ავარიულ სახლში ცხოვრობენ.

 



ამავე თემაზე:


ქუთაისში ხუთსულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს 10 ლარიანი დახმარება დაენიშნა

ცხოვრება ავარიულ სახლში სოციალურად დაუცველის სტატუსის გარეშე (ვიდეო)


 

Print