ახალი ამბები
ქუთაისში ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა სცემეს
FaceBook
ქუთაისში ადვოკატი ილია ჯანელიძე სცემეს.

ადვოკატის თქმით, თავს ოთხი პირი დაესხა, რომელთაგან ორი მისი დაცვის ქვეშ მყოფია.

ილია ჯანელიძე ყვება, რომ 28 იანვარს, 22:00 საათზე, ის ახლობლის სახლიდან გუმათჰესის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც სცემდნენ და მდინარეში ჩაგდებით ემუქრებოდნენ.

როგორც ჯანელიძე ამბობს, ამის შემდეგ სახლში დააბრუნეს და გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა.

მომხდარის მიზეზად ის ერთ-ერთ საქმეს ასახელებს, რომელზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადვიკატის ცემაში ბრალდებული ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლი მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


Print