ახალი ამბები
ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კენჭს 2 თებერვალს უყრიან
FaceBook
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაზე კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმდინარე წლის 2 თებერვალს შედგება.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი 2017 წლის 12 იანვარს დაუჭირა. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი კომიტეტის 45–დან 42–მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო, 1-მა კი თავი შეიკავა.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (ჩორეპერ) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.




Print