ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 9 786 აღსაზრდელიდან 3 740 გამოცხადდა
FaceBook
მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ქუთაისის საბავშვო ბაღებში, რეგისტრირებული 9 786 აღსაზრდელიდან, მხოლოდ 3 740 ბავშვი გამოცხადდა.

როგორც ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციაში განმარტავენ, სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღების #24-ე და #32-ე ფილილიაშიც განახლდა, სადაც უამინდობის გამო სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის 30 და 31 იანვარს შეწყვეტილი იყო.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ აღსაზრდელთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2 897 ბავშვი, 31 იანვარს დაფიქსირდა.

ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი ქუთაისის 37-ვე საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.



Print