ახალი ამბები
ქუთაისის მერიას წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება 9 000 ლარზე მეტი დაუჯდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ გასულ წელს წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებისთვის 9 598 ლარი დახარჯა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ინდმეწარმე პაატა სანიკიძემ გაიმარჯვა.

9 598 ლარის ფარგლებში, 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენისთვის 15 სიმბოლური პრიზი დამზადდა, ხოლო ღონისძიებაზე მოწვეულ ყველა სპორტსმენს 140 სასაჩუქრე ნობათი გადაეცა.

სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალი რესტორანში "რივერსაიდი" გაიმართა.

წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება რესტორან "რივერსაიდში" გასული წლის 30 დეკემბერს გაიმართა.
Print