ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში რელიგიური რიტუალის ჩატარების გამო მურღულიასგან განმარტებას ითხოვენ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი გია გოქაძე, ქუთაისის მერისგან მოითხოვს გააკეთოს განმარტება მერიის შენობაში განთავსებული სამსახურის ოფისის კურთხევასთან დაკავშირებით:

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა მურღულიამ გააკეთოს განცხადება, თუ რატომ ხორციელდება რელიგიური რიტუალების ჩატარება საჯარო სამსახურის შენობაში და რასთან გვაქვს საქმე," - აცხადებს გოქაძე.
ქუთაისის მერიის შენობაში განთავსებულმა საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურმა ოფისი გუშინ აკურთხა.
Print