ახალი ამბები
ქუთაისში "მთის ბროლსა" და "ზესხოში" მცხოვრებ 70-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ
FaceBook

ქუთაისში სასტუმრო "მთის ბროლსა" და "ზესხოში" მცხოვრები 70-მდე დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს.


ამის შესახებ ქალაქში ვიზატად მყოფმა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი განმარტებით, დევნილები საცხოვრებელ ბინებს, ქუთაისში მენაშენებისგან შესყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

მინისტრმა, "მთის ბროლში" მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრის დროს, განმარტა, რომ სასტუმროს შენობა, მათი განსახლების შემდეგ, დაიხურება.

"აქ ოჯახები 12 კვადრატულ მეტრში 23 წელია ცხოვრობენ. შენობა უკვე ნგრევის პირასაა. აქ მცხოვრებ ყველა ოჯახს ექნება ახალი ბინა. გარდას იმისა, რომ ბინების გადაცემა ხდება ქულებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, ასეთ ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ ყველა დევნილს, ყოველგვარი ქულების სისტემის გარეშე, მივცეთ ახალი საცხოვრებელი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ქუთაისში მსგავსი 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურება. იქ მცხოვრები 140 ოჯახი კი ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.

ქუთაისში 2017 წლის თებერვალსა და მარტში, ახალი ბინები 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა.


 

Print