ახალი ამბები
ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
ქუთისის მერიამ შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზურ პროექტზე კონკურსი გამოაცხადა.


თვითმმართველობაში უკვე შექნილია დროებითი კომისია, რომელმაც საუკეთესო ნამუშევრი უნდა გამოავლინოს.

კომისიას, რომელიც 9 წევრით დაკომპლექტდა, ქალაქის მერი, შოთა მურღულია უხელმძღვანელებს.

მის შემადგენლობაში ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, გიორგი კიკვაძე და იდეის ინიციატორი, ქალაქის საკრებულოს დეპუტატი, გია ქობალიანიც არიან.

საკონკურსო პირობების მიხედვით, ძეგლი რუსთაველის ქუჩაზე უნდა განთავსდეს. კონკრეტული ადგილი კი გამარჯვებული ესკიზის მიხედვით შეირჩევა.

შოთა რუსთაველის ძეგლის მასალად გამოყენებული უნდა იყოს ბრინჯაო.

ესკიზების მიღება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან დაიწყება და 1 მარტამდე გაგრძელდება.

საკონკურსო აპლიკაციები დროებითმა კომისიამ 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის 20 მარტამდე უნდა გამოვლინდეს.

Print