ახალი ამბები
ქუთაისის ორ ბაგა– ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
FaceBook
ქუთაისში, გორის დასახლებაში არსებულ #24 და #32 ბაგა ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

ქუთაისის მერიის ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის 37-ვე ბაღში რეგისტრირებული 10 ათასამდე აღსაზრდელიდან, მიმდინარე წლის 31 იანვარს მოხოლოდ 3 465 აღსაზრდელი გამოცხადდა.

გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აღსაზრდელთა უფრო დაბალი მაჩვენებელი გუშინ დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 30 იანვარს ბაგა–ბაღებში სულ 2 897 აღსაზრდელი გამოცხადდა.

ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქის საბავშო ბაღების სხვა ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.


Print