ახალი ამბები
ზვავსაშიშროების გამო ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია
FaceBook
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო,  ნაქერალას უღელტეხილზე დაწესებული შეზღუდვები არ მოხსნილა.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 22 კილომეტრიან (კმ35-კმ57) მონაკვეთზე,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვალავ  აკრძალულია.

ამავე გზის კმ1-კმ34 და კმ58-კმ72 მონაკვეთებზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სპეციალური რეჟმი ასევე მოქმედებს ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.

შეზღუდვები უკვე მოხსნილია საავტომობილო გზების ნაწილზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილებასთნ დაკავშირებული პრობლემები აღარ არებობს თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 25 კილომეტრიან (კმ4-კმ29) და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 105 კილომეტრიან (კმ1-კმ106) მონაკვეთებზე.

აქ უკვე დასაშვებია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს, თოვლის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

Print