ახალი ამბები
ე.წ. პიჯაკის საქმეზე ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე დასრულებულია
FaceBook
"თავისუფალი ზონის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების საქმე, დეპუტატისთვის პიჯაკის შემოხევასთან დაკავშირებით, დასრულებულია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 30 იანავრს გამართულ პროცესზე, სადაც ბარლდებულებისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომლის თანახმადაც ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას მიმართ 2015 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმის უკან გამოთხოვას ითხოვდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, განრიდების საფასურად ე.წ პიჯაკების საქმისთვის დაკავებულებს, 500-500 ლარის გადახდა დაეკისრა.

"თავისუფალი ზონის" წევრები 2015 წლის 2 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მხარადასაჭერ აქციაზე დააკავეს.

მათ ბრალად დეპუტატის შეურაცხყოფა და პიჯაკის დაზიანება ედებოდათ. ისინი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გასული წლის 25 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტით იყო აღძრული.
Print