ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 12 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება
FaceBook
დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 12000-მდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

რეგიონში არსებულ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალში.

კომპანიის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება აჭარის მაღალმთიან სოფლებშია, სადაც ელექტროენერგია 1500 მდე აბონენტს არ მიეწოდება.

იმერეთის მასშტაბით კი, ელექტრომომარაგების გარეშე ვანის მუნიციპალიტეტია.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ კომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

როდის აღდგება სრულად ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონებში უცნობია, რადგან კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ეს კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

მიმდინარე წელის 30 იანვარს, დღის განმვალობაში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 20 000 აბონენტი იყო გათიშული.

დენის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს.





Print