ახალი ამბები
ღამით ქუთაისში -10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2017 წლის 30 იანვრის საღამოს გამოიდარებს, თუმცა ყინვა გაძლიერდება.



30 იანვარს ღამით ქუთაისში -8 -10 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი. ასევე, -6 -10 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე, ხოლო მთაში და მაღალ მთაში -15 -20 გრადუსი ყინვა არის მოსალოდნელი.

" ხვალ დილიდან დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, რაც პირველ თებერვალსაც შენარჩუნდება,"- განაცხადა ქუთაისიპოსტთან გარემოს ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ამინდი კვლავ გაურესდება, ნავარაუდევია სუსტი თოვლი.

 


 

Print