ახალი ამბები
ქუჩის გაუწმენდავი მონაკვეთის გამო ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია
FaceBook
ქუთაისში,ნინიშვილის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (მეთერთმეტე ჩიხთან) გაუწმენდავი გზის გამო ავტომაქანებს გადაადგება უჭირთ.

ამ მიზეზით ქუჩაში შექმნილია მანქანების საცობი. "ერთ- ერთი ცენტრალური ქუჩაა და როგორ შეიძლება ასეთ ტერიტორიაზე გზა გაუწმენდავი იყოს", - აღნიშნავემ მძღოლები.

მათი თქმით, პრობლემას ქმნის ორმო, რომელიც თოვლითაა სავსე და რადგან არ იწმინდება მანქანებისთვის გადაადგილების პრობლემა ჩნდება.

(ა)აიპ სპეციალური სერვისების ხელმძღვანელი გელა გაგუა განმარტავს, რომ  ნინოშვილის მე-11 შესახვევთნ არსებული შეფერხების მიზეზი რეაბილიტაციის მიზნით გაჭრილი გზა არის, რამაც გააჩინა ორმო.

"ამ ორმოდან თოვლის გაწმენდა ჩვენს სპეცტექნიკას არ შეუძია. ეს ჩვენს ძალებს აღემატება.
არ გვაქვს შესაბამისი აღჭურვულობა, რომ ეს მონაკვეთი გავასუფთაოთ. ნიჩაბი რომ დავწიო ამ ორმოზე სპეცტექნიკა დაგვიზიანდება. ჩვენი დანაშაული არ არის ამ ქუჩაზე გზა გაჭრილი რომ არის და ორმო არსებობს ", - აღნიშნა გაგუამ.

მისი თქმით,ნინოშილის ქუჩის დანარჩენ ტერიტორიაზე გზა გაწმენდილია.






Print