ახალი ამბები
ქუთაისის ავტოსადგურიდან რაჭა–ლეჩხუმის მიმართულებით რეისები არ შესრულდა
FaceBook
ქუთაისის მე–3 ავტოსადგურიდან მიმდინარე წლის 30 იანვარს მხოლოდ 1 რეისი, სოფელ ფარცხანაყანების მიმართულებით, შესრულდა.

ადმინისტრაციის განმარტებით, ავტოსაგურიდან რაჭა–ლეჩხუმის მიმართულებით რეისი არ შესრულებულა.

"10 საათზე უნდა გასულიყო ავტობუსი ამბროლაურში, მაგრამ მგზავრები არ ჰყავდა და უკან გაბრუნდა. სხვა ტრანსპორტი არ წასულა ჯერ. ამბობენ, გზები იწმინდებაო", – განმარტავს ავტოსადგურის მოლარე–ოპერატორი, ირინე კოხრეიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ქუთაისის მე–3 ავტოსადგურიდან, ყოველდღიურად დაახლოებით, 30–მდე რეისი სრულდება.

მათ შორის იმ სოფლებშიც, რომლებიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში შედიან.

თოვლის საფარმა წყალტუბოში 40სმ–ს, ხოლო მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 70სმ–ს მიაღწია.

გამგეობის ცნობით მაღალმთიან სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.




Print
თეგები: #დიდთოვლობა