ახალი ამბები
ბაღდათში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შუქის გარეშეა დარჩენილი სოფელი საკრაულა, ზეგანი, დიმი, ობჩა და წითელხევი.

ბაღდათის საკრებულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლებში დენის აღდგენისთვის ბრიგადები ამ წუთებშიც მუშაობენ.

მათივე თქმით, საავტომობილო გზები ყველა მიმართულებით გაწმენდილია.

"ბაღდათიდან ქუთაისი–ვანი, ქუთაისი –ზესტაფონის მიმართულებით გზები გაწმენდილია. ახლაც გავიდა ბრიგადა სოფელ ზეგანისა და საკრაულას მიმართულებით. ასევე, იწმინდება ხანის მიმართულებით გზა", – აცხადებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ მაჩიტიძე.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის ინფორმაციით, ვანის, ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სოფლებში, დიდთოვლობის გამო, ფიდერები ავარიულად გამოირთო.

კომპანიის ცნობით, თოვლის მაღალმა საფარმა პრობლემები დაბალი ძაბვის ქსელებს შეუქმნა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის თოვლის საფარი 60–70 სმ აღწევს.


Print