ახალი ამბები
უამინდობის გამო გადადებული რეისი ქუთაისის აეროპორტში დღეს შესრულდება
FaceBook
ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით ავიარეისი მიმდინარე წლის 30 იანვარს, 16:35 საათზე შესრულდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული რეისი გუშინ დიდთოვლობის გამო გადაიდო.

მგზავრები კი სასტუმროში გადაიყვანეს.

აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს 08:12 საათზე ბერლინის მიმართულებით ფრენა უპრობლემოდ განხორციელდა.

ქუთაისში გუშინ, ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა.


Print