ახალი ამბები
ჭომის უბანში მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში "ჭომის" დასახლებაში გაუწმენდავი გზების გამო, ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქუჩაზე თვოვლიანი გზის საფარი არ გაწმენდილა.

"მოძრაობა უჭირს ქვეითებსაც და მსუბუქი ავტომობილების მძღოლებსაც, მხოლოდ ჯიპის მარკის მანქანები გადაადგილდებიან," - ამბობენ ჭომის უბნის მცხოვრებლები.

მოსახლეობა გზის დროულად გაწმენდას ითხოვს.

ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელობაში კი აცხადებენ, რომ ქუჩა გაწმინდეს.

"დღეს გაიწმინდა ჭომის დასახლება, მეორედ დაიყარა ინერტული მასალა ცენტრალურ, ლესელიძის ქუჩაზე. რაც შეეხება ზედა დასახლებას, არ გვყავს ისეთი ტექნიკა, რომ ისიც გავასუფთაოთ," - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების ხელმძღვანელი გელა გაგუა.

ქუთაისში გზის გაწმენდითი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ქალაქში დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს, ჰაერის ტემპერატურა - 4 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში თოვლიანი ამინდები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.



Print