ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა იმატა
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წელს მგზავრთა ნაკადი 48 %- ით გაიზარდა.

"2015 წელთან შედარებით, აშკარად მოიმატა ქუთაისის აეროპორტით მოსარგებლე მგზავრთა რაოდენობამ და ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრების 71% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო," - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების ცნობით, 2016 წლის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 271 363 მგზავრს მოემსახურა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს კი აეროპორტში 183 804 მგზავრი მიიღეს.

საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც 38 %-ით არის გაზრდილი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა ნკადის მატებას, დაბალფასიანი ავიარეისებით ხსნიან.







Print