ახალი ამბები
ააიპ "სპეციალურ სერვისებს" ქუთაისის მერიამ ახალი ოფისისთვის შენობა უსასყიდლოდ გადასცა
FaceBook
ააიპ "სპეციალურ სერვისებს", ქუთაისის მერიამ ავტომშენებლის ქუჩა #55-ში მდებრე შენობა უსასყიდლო გადასცა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მის დაქვემდებარაებაში არსებულ ორგანიზაციას ობიექტი მიმდინარე წლის 25 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაუმტკიცა.

"ააიპ სპეციალურ სერვისების" საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელებისათვის, მიზანშეწონილია მოხდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ავტომშენებლის #55-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მასზედ დამაგრებული 3736 კვ. მ მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემა, ოფისისა და ავტოფარეხის მოწყობით მიზნით", - აღნიშნულია ქუთაისის მერის განმარტებით ბარათში, რომელიც საკრებულოს წარედგინა.

მერიამ ეს გაადწყვეტილება, ააიპ "სპეციალურ სერვისების" დირექტორის, გელა გაგუას წერილობითი მიმართვის შემდეგ მიიღო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადგილობრივ ხელისუფლებას ავტომშენებლის ქუჩაზე #55-ში (ყოფილი ე.წ გამოსაფხიზლებელის შენობა) არსებული ობიექტის მიღებას თხოვდა.

გელა გაგუა განმარტებით, ოფისის გამოცვლის საჭირობა იმის გამო დადგა, რომ ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და იმეტაზე მეტი სივრცე სჭირდებათ, ვიდრე ამ დროისთვის აქვთ.

"ამის გარდა, ახლა სადაც ვართ ის შენობა ნაქირავები გვაქვს და დოლარის კურსის მომატების პირობებში, შესაძლებელი იყო ყოველთვიური გადასახადი გაზრდილიყო", - ამბობს გელა გაგუა.

ააიპ "სპეციალურ სერვისები" ამ დროისთვის გუგუნავას ქუჩაზე არის განთავსებული. კომპანიას ერთსართულიან შენობა კერძო მესაკუთრისგან აქვს ნაქირავები, რომელშიც, გაგუას ინფორმაციით, ყოველთვიურად 1 900 ლარის გადახდა უწევთ.

მისი თქმით, ახალ ობიექტში გადასვლის შემდეგ, ბიუჯეტში ის თანხა დაიზოგება, რასაც ქირისთვის იხდიდნენ.

ააიპ "სპეციალურ სერვისები" ახალ მისამართზე ექვსი თვის შემდეგ გადავა.


Print