ახალი ამბები
ქუთაისში ჩერნობილში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს პატივი მიაგეს
FaceBook
ჩერნობილში, ატომურ სადგურში მომხდარი აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებში 137 ქუთაისელი მონაწილეობდა,
22 მათგანი უკვე გარდაცვლილია.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ჩერნობილში დაღუპულთა ხსოვნა პატივისცემას იმსახურებს.
"ჩვენი მოქალაქეები  ძალიან დიდ მისიას ასრულებდნენ. ვალდებულ ვართ მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ,"-განმარტავს მურღულია.
ჩერნობილში დაღუპულთა სახელობის მემორიალი ქუთაისში მერიის დაფინანსებით აშენდა.
მემორიალის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 10 000 ლარი დახარჯა.
ჩერნობილის ტრაგედიიდან დღემდე 23 წელი გავიდა.
უკრაინის ქალაქ ჩერნობილის ატომურ სადგურში ავარია რეაქტორზე 1986 წლის 26 აპრილს მოხდა.
160 000 კვადრატული მეტრის ტერიტორია დაბიძურდა. ქალაქიდან მოსახლეობა სრულად გაიყვანეს. მოგვიანებით რამდენიმე ადამიანი ჩერნობილში დაბრუნდა და ახლაც იქ ცხოვრობენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ავარიის შედეგად ამოფრქვეული მომწამვლელი ნივთიერებები ქალაქში კიდევ 150 წლის განმავლობაში დარჩება.

Print