ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ამინდის გაუარესების გამო რეისი გადაიდო
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მილანის რეისი რეისი დიდთოვლობის გამო გადაიდო.

ავიარეისის გადადების გამო მგზავრებს სასტუმროში გადაიყვანენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისი - მილანის დღევანდელი რეისი შესრულდება ხვალ, 30 იანვარს 15:00 საათზე.

მათივე ცნობით, მილანიდან გამოფრენის სავარაუდო დრო 30 იანვარი, იტალიის დროით 16:45 საათია.

ქუთაისში გუშინ მთელი ღამე თოვდა, თუმცა ქალაქში გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს და შეფერხებებს ადგილი არა აქვს.

Print