ახალი ამბები
"პარკინგსერვისმა" 2016 წელს სამართალდარღვევის 67 544 ოქმი გასცა
FaceBook
შპს "პარკინგსერვისმა" გასული წლის განმავლობაში ქუთაისში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 67 544 ოქმი გასცა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი უმეტესობა ავტომანქანის არასწორი დგომისა და აბონემენტის გარეშე პარკირებისთვის გაიცა. ორივე შემთხვევაში, ჯარიმის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, რომელიც ოქმის გამოწერიდან 30 დღის განმვლობაში უნდა დაიფაროს.

"პარკინსგერვისის" დირექტორი, ირაკლი სარიშვილი განმარტავს, რომ რაოდენობრივად ბევრი ჯარიმის გამოწერა კომპანიის თვითმიზანი არაა. მისი თქმით, ეს პრევენციისთვის, საზოგადოებაში მეტი წესრიგის დამყარების მიზნით ხდება.

"პარკინსერვისს" ურჩევნია მეტი საბონენტო იქნეს გამოწერილი ვიდრე, ჯარიმა. ჩვენ იმდენი ჯარიმა უნდა გამოვწეროთ, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს იმის განცდა, რომ ამ საქმეს პატრონი არ ჰყავს და გინდა შეგიძენია პაკეტი, გინდა არა, მაინც არ გვაჯარიმებენ. ვალდებულნი ვართ დაფიქსირებულ დარღვევაზე ოქმი გამოვწეროთ", - განმარტავენ კომპანიაში.

მოქალაქეები კი თვლიან "პარკინგსერვისი" მძღოლებს უსამართლოდ აჯარიმებს. თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია მოქალაქეებს ჯარმებს კანონშესაბამისად უწერს.

"პარკინგსერვისი" ქუთაისის მერიის საკუთრებაა. კომპანიამ 2016 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 460 715 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარი შეიტანა.





Print