ახალი ამბები
ფედერერი VS ნადალი - ფინალი 7 წლის შემდეგ
FaceBook
ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალში როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ნადალმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 5-საათიან ბრძოლაში 6:3, 5:7, 7:6, 6:7, 6:4 დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა.

როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება ჩოგბურთის გულშემატკივარმა ბოლოს 7 წლის წინ იხილა. 2011 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ესპანელმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელი მეტოქე დაამარცხა.

ფედერერისა და ნადალის დაპირისპირება ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო.

ასევე, დიდი ინტერესით ელოდებიან ჩოგბურთის მოყვარულები მათ მორიგ დაპირისპირებას, რომელიც 2017 წლის 29 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

მით უმეტეს, რაფაელ ნადალი მე-15 სლემის, ფედერერი კი მე-18 დიდი სლემის ტიტულის მოგებას შეეცდება.

რაც შეეხება, ქალთა შორის ფინალურ შეხვედრას, ის ამერიკელმა ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსმა მოიგო.

საერთო ჯამში, ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირზე 23 მოგება აქვს. აქამდე ამ რაოდენობის მოგება მხოლოდ გერმანელ შტეფი გრაფს ჰქონდა.

სერენა უილიამსს სულ ცოტა აკლია ავსტრალიელი ჩოგბურთელის, მარგარეტ კორტის რეკორდამდე, რომელმაც 1960-1975 წლებში დიდი სლემის ტიტული 24–ჯერ მოიპოვა.


Print