ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ შინაგან საქმეთა სამინიტროს ავტომანქანა გადასცა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, თვითთმმართველობის საკუთრებაში არსებული, ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა.

ქალაქის საკრებულოს განკარგულების მიხედვით, მოძრავი ქონების გადაცემა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯმდომარის მოვალეობის შემსრულებლის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს" დირექტორის მომართვის საფუძველზე მოხდა.

"გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლო საკუთრებაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება FORD TRANZSIT 100 შემდგომში საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით", - აღნიშნულია ქუთაისის საკრებულოს განკარგულებაში.

სახელმწიფოსთვის მოძრავი ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 25 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, საგანგებო სამსახურის ავტომანქანები, მერიის ბალანსზე იყო, ხოლო მას
შემდეგ, რაც აღნიშნული სამსახური შს სამინისტროს შეუერთდა, შესაბამისად, ავტომანქანებიც უწყების საკუთრებაში გადადის.


Print