ახალი ამბები
"ენგურჰესი" მუშაობას 2 კვირით შეწყვეტს
FaceBook
მიმდინარე წლის 15 თებერვლისთვის ჰიდროელექტროსადგური "ენგურჰესი" მუშაობას 2 კვირით შეწყვეტს.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან შპს "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა.

"შეიძლება 2-3 დღე გადაცილდეს ან პირიქით, მაგრამ 15 თებერვლის მერე, დაახლოებით, 2 კვირიდან 20 დღემდე გაჩერდება", – ამბობს "ენგურჰესის" ხელმძღვანელი.

ლევან მებონიას ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის შეჩერების პერიოდში, აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს.

ეს საკითხი მიმდინარე წლის 26 იანვარს, ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების დროს გადაწყდა.

საუბარი იმის შესახებ, რომ "ენგურჰესს" აფხაზეთისელექტრო ენერგიის მომარაგების რესურსი ეწურებოდა, წლების წინ დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელი და ენერგეტიკის სამინისტრო ამის მიზეზად აფხაზეთში დენის მოხმარების ზრდას ასახელებენ.

გასულ წელს, ანალოგიური პრობლემის აღმოსაფხვრელად, აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით მოსამარაგებელი თანხა ქართულმა მხარემ დაფარა. 


Print