ახალი ამბები
ქუთაისის მერია მის საკუთრებაში არსებული შპს–ეების ანგარიშს 1 აპრილამდე განიხილავს
FaceBook
ქუთაისის მერია, მის საკუთრებაში არსებული შპს ორგანიზაციების 2016 წლის მუშაობის ანგარიშს, მიმდინარე წლის 1 აპრილამდე განიხილავს.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა.

"წარმოადგენენ გასული წლის მუშაობის ანგარიშს და 1 აპრილამდე უნდა განვიხილოთ", - ამბობს შოთა მურღულია.

შპს "საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010", შპს "ქართული ტრადიციები 2011", შპს "ქუთაის ლიფტი", შპს "უქიმერიონი", შპს "გუმათის საექიმო ამბულატორია", შპს "ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა", შპს "ქუთაისის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური", შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი", "შპს პარკინგსერვისი" – ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ამ დროისთვის ქუთაისის მერიას დაქვემდებარებაში იმყოფებიან.

ქუთაისის მერია 2015 წელს 22 შპს-ს მფლობელი გახლდათ, საიდანაც 12 ორგანიზაცია მხოლოდ ფურცელზე ფუნქციონირებდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია 22 შპს-ს ფლობს - რამდენს უხდიან ბიუჯეტიდან საკუთარი ორგანიზაციებს




Print