ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, ასევე, მოქმედებს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოსახლეობას მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ, ასევე დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

Print