ახალი ამბები
ერთი ეკლესია მოსახლეობამ ააშენოს მოედანზე - ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ინიციატივა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, თეიმურაზ ნადირაძე, მოსახლეობის მიერ, ეკლესიის მშენებლობის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ მან ქალაქის საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე წლის 25 იანვარს განაცხადა.

ნადირაძის ინიციატივით, სასურველია, ქალაქის ცენტრში ეკლესია მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხით აშენდეს.

"დაჩქარდეს მისი მშენებლობა, ძირითადი მიზანი ეს არის ამ ინიციატივის. თან, მოსახლეობაც მოქალაქეობრივ თუ თავის ქრისტიანულ ვალს მოიხდის და წვლილსაც შეიტანს. ქუთაისში გამოჩნდება მაგის 20-30 ათასი კაცი. რაღაც საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდეს და ერთი ეკლესია მოსახლეობამ ააშენოს ქალაქის მოედანზე, მე მგონი მისაღებია", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი.

თეიმურაზ ნადირაძის თქმით, საპატრიარქო ბევრ ეკლესიას აშენებს, თუმცა მათი მშენებლობა, არასაკმარისი თანხების გამო, ჭიანურდება.






Print