ახალი ამბები
"თეთნულდი" - პირველი ქართული ზამთრის ასვლა 4 040 მეტრზე
FaceBook
ქუთაისში მოქმედი მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდი" წევრები ირანში ექსპედიციით იმყოფებიან.

ქართულ–ირანული ექსპედიციის შემადგენლობაში ფერეიდანში მცხოვრები 5 ქართველიცაა.

შაჰრამ ონიკიძემ, ჰამედ რაჰიმმა და გიორგი ენუქიძემ ექსპედიციის ფარგლებში მწვერვალი შაჰანკუჰი დალაშქრეს, რომელიც ზღვის დონიდან 4040 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.

კლუბი "თეთნულდი" საქართველოდან პირველია, ვინც ზამთარის რთულ პირობებში მწვერვალზე ასვლა განახორციელა.

ქართულ–ირანული ჯგუფის ექსპედიცია გრძედება. 2017 წლის 27 იანვარს ისინი მარანჯაბის უდაბნოში მიემგზავრებიან.

მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდი" ინფორმაციით, ექსპედიციის ერთ–ერთი მთავარი მიზანი დოკუმენტური ფილმის მომზადებაა.


Print