ახალი ამბები
15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე მანდატურს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
FaceBook
თერჯოლის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირში ეჭვმიტანილ მანდატურს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მანდატურმა ამავე სკოლის 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით , რაც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მომხდარის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა.

გოგონა 4 თვის ორსულია.

Print