ახალი ამბები
29 იანვარს დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 26 იანვარს ქუთაისში, საღამოს საათებში თოვლ–ჭყაპია მოსალოდნელი.


27 იანვარს დილის საათებში კი იმერეთის რეგიონის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია თოვლი, თუმცა საღამოსკენ ნალექის ინტენსივობა იკლებს.

"ცივი ჰაერის მასები იმდენად ძლიერია, რომ დღისით ჰაერის ტემპერატურა -1 +3 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო მთაში და მაღალმთაში -3 - 5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი," - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 28 იანვარს გამოიდარებს, თუმცა ღამით გაძლიერდება ყინვა.

ქუთაისში -4 -2, ხოლო მთაში და მაღალმთაში -10 -5 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 იანვარს დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ინტენსიურად ითოვებს.



 

Print