ახალი ამბები
ქუთაისში 2008 წელს თვითმმართველობის მიერ 229 ობიექტი გასხვისდა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართვლობამ, ბოლო რვა წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ობიექტი 2008 წელს გაასხვისა.

მათი რაოდენობა 229 შეადგენს.

სხვადასხვა ფორმით გაცემული ამ ობიექტების გასხვისებით, ადგილობრივ ბიუჯეტში 1 419 963 ლარი და 790 630 აშშ დოლარი შევიდა.

ამის შესახებ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.

სამუშაო ჯგუფს 2006-2015 წლებში გასხვისებული ობიექტების კანონერების საკითხი უნდა დაედგინა. თუმცა, ექვსთვიანი მუშაობის დასრულების შემდეგ, "აღმოჩნდა", რომ ისინი კანონიერად იყო გაცემული.

"ამ ხნის მანძილზე ერთ-ერთი საინტერესო საკითხი რაც გამოიკვეთა, ის არის, რომ მთავრობის გარდამავალ პერიოდში არის ობიექტების გასხვისების ბუმი. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევაშიც, აქაც კანონის დაცვით, მაგრამ მორალურად თუ ვიმსჯელებთ ამდენი ობიექტები არ უნდა გასხვისებულიყო", - ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006-2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების კანონიერების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვენლი, საკრებულოს წევრი, გია ქობალიანი.

სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის მსგავსად, გაყიდეული ობიექტების სიმრავლით გამოირჩევა 2013 წელი, რა პერიოდშიც 188 სხვადასხვა სახის ქონება გასხვისდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში 872 ობიექტის გასხვისებაში თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფმა კანონადარღვევა "ვერ იპოვა"

ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულო 800–მდე გასხვისებული ქონების კანონიერების საკითხზე ანგარიშს მოისმენს

ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი გასხვისებული ქონების საქმეებზე დასკვნას ამზადებს

ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი მუშაობას ერთ თვეში დაასრულებს


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სამუშაო ჯგუფი დატოვა

გასხვისებული ქონების საქმეები "განაჩენის" მოლოდინში (ვიდეო)


ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი-ქალაქში აღარ დარჩა სკვერი, ბაღი და თავისუფალი მიწა


Print