ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის დაფინანსება 5%-ით შემცირდა
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის 2017 წლის ბიუჯეტი 950 000 ლარს შეადგენს.

თეატრის დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით, 5%–ით შემცირდა. როგორც მესხიშვილის თეატრში განმარტავენ, 45 000 ლარი სახელფასო ფონდს, 5 000 ლარი კი საქონელ-მომსახურეობის ნაწილს მოაკლდა.

"არავინ სამსახურიდან არ გაგვიშვია. ხელფასიც არავის დაკლებია. დანაკლისს საკუთარი შემოსავლებით შევავსებთ", - აღნიშნა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა.

თეატრში აღნიშნავენ, რომ კომუნალურ ხარჯებსაც საკუთარი შემოსავლებით გაისტუმრებენ, ხოლო სახელმწიფო დაფინანსება, თითქმის მთლიანად, ხელფასებს მოხმარდება.

"დაფინანსება სადადგმო ნაწილში შეიძლება გაჭირდეს, თუმცა აქაც არის თანხების მოძიების რამდენიმე გზა და იმედია, შეფერხება არც აქ გვექნება", - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

მიმდინარე წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი, თოჯინებისა და ოპერის თეატრებთან ერთად, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებასა და ფინანსურ პასუხისმგებლობაში გადავიდა.

Print