ახალი ამბები
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება
FaceBook
20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

შეხვედრები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს 12 უძლიერესი ნაკრები მიიღებს.

ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალიზელანდია და შოტლანდია ითამაშებენ.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში, ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, "აიაარენაზე" შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებულ პროცესს მსოფლიო რაგბის წარმომადგენელი ინგლისელი სპეციალისტები გაეცნენ.



Print