ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტსა და ეროვნულ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთანამშრომლობის მომერანდუმი გაფორმდა.


შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე დაეწსრო.

"იმისთვის რომ სტუდენტებთან ჩვენი თანამშრომლობა იყოს ხანგრძლივი და შედეგის მომტანი, ასევე, ჩავატაროთ სემინარები და ლექციები, გავაფორმეთ მემორანდუმი" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენმა.

წერეთლის ინივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავათაძის თქმით, ხელმოწერა სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის რამდენიმე მნიშვნელობას ატარებს.

"პირველ რიგში, ეს არის უნივერსიტეტის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი, ასევე, ეს შედეგის მომტანი იქნება ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, იქნება სტაჟირება, სემინარები, ბანკის წარმომადგენლები უნივერსიტეტში სხვადასხვა შეხვედრებს გამართავენ," - განაცხადა გიორგი ღავთაძემ.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ასევე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ესაუბრა.
კობა გვენეტაძემ დღეს რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესახებ, ქუთაისში შეხვედრა გამართა.

 

Print