ახალი ამბები
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ ქუთაისში შეხვედრა გაიმართა
FaceBook
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესახებ, ქუთაისში შეხვედრა გამართა.

სებ-მა მიმდინარე წლის 24 იანვარს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75%–ით განისაზღვრა.

"გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. თუმცა, 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება", -ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა.

2016 წლის მეოთხე კვარტალში, საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური კლება ზრდით შეიცვალა, თუმცა, ამასთანავე, გაიზარდა იმპორტიც, რამაც გააუარესა წმინდა ექსპორტი.

კობა გვენეტაძის ინფორმაციით, ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამაც მოიმატა.
Print