ახალი ამბები
ქუთაისში წყალბურთის სასკოლო ჩემპიონატი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში მიმდინარე წლის 16–18 თებერვალს წყალბურთის სასკოლო პირველობა ჩატარდება.


ტურნირის ორგანზებისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 25 იანვარს 6 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა (SPA170001645).

მასზე წინადადების მიღება 2017 წლის 30 იანვარს დაიწყება და 1 თებერვალს დასრულდება.

ელექტრონული შეყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის 10 საჯარო სკოლის 80 მოსწავლისთვის წყალბურთის სასკოლო ჩემპიონატის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.

კომპანია ვალდებულია ტურნირის ჩატარებისთვის მსაჯები და საცურაო აუზი დაიქირაოს, რომელიც წყლისა და ჰაერის გათბობის სისტემით იქნება აღჭურვილი. ასევე, აუზს განათება, მინი წყალბურთის მოედანი, კარები, ბურთები, გვერდებზე წყლის ბილიკი და შესაბამისი რაოდენობის ქუდები ექნება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩემპიონატის გამარჯვებულთათვის თასების დამზადება უნდა უზრუნველყოს.


Print