ახალი ამბები
სახელმწიფოს ვალია დაიცვას თითოეული ჯარისკაცი - ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში
FaceBook
"დიდება გმირებს", - ამ სალოგანით "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვიცე-პოლკოვნიკ,  გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, სახელმწიფომ  თავისი ჯარისკაცი მტრის ხელში რ უნდა ჩააგდოს.

"ვფიქრობთ, რომ გია ცერცვაძე არის ჩვენი სინდისი და ეს არის ჩვენი ღირსების საკითხი. უნდა დავამტკიცოთ,  რომ ჩვენ ვართ ღირსეული ერი და არა ქუცნაშვილები. პროტესტს ვუცხადებთ კოლაბორაციულ ხელისუფლებას. სახელმწიფოს ვალია დაიცვას თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა,  გია უკლებამ.

ქართველი ჯარისკაცი, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა,  ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.
Print