ახალი ამბები
გასულ წელს "პარკინგსერვისში" ავტოსადგომის 49 569 პაკეტი გაიყიდა
FaceBook
შპს "პარკინგსერვისში" გასულ წელს პარკირების 49 569 პაკეტი გაიყიდა. მათ შორის, 4 065 ტაქსის მძღოლებმა შეიძინეს.

2016 წელს პარკირების პაკეტების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ სულ 590 512 ლარი შეადგინა.

"პარკინგსერვისის" დირექტორი ირაკლი სარიშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა ძირითადად ერთწლიან და 6 თვიან პაკეტებზე იყო.

ქუთაისში ავტოსადგომზე მსუბუქი ავტომობისლისთვის 1 საათით გაჩერება 0.50 ლარი ღირს, 3 საათი –1 ლარი, ყოველი შემდეგი საათი 0.50 ლარი. ერთი დღით პარკირების ღირებულება 2 ლარით განისაზღვრა, ერთი კვირით –7 ლარი, ერთ თვე– 10 ლარი, 182 დღე ანუ ნახევარი წელი –25 ლარი, ხოლო მთელი წლით ავტომობილის პარკინგი 40 ლარი ღირს.

განსხვავებული ტარიფები მოქმედებს კერძო ტაქსების მძღოლებისთვის. მათ 10 დღეში 10 ლარის გადახდა მოუწევთ, 20 დღე –20 ლარის და ასე შემდეგ.

სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის 1 დღე - 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 1 წელი კი 250 ლარი ღირს. პარკირების საფასურის გადახდა მძღოლებს კომერციულ ბანკებსა და სწარფი გადახდის აპარატებით შეუძლიათ.

ქუთაისში სულ 274 ავტოსადგომია, აქედან 147 საერთო სარგებლობის, ხოლო 77 სპეცადგილი გახლავთ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ დაემატოს პარკირების ადგილები.

ქუთაისში პარკირება ფასიანი გასულ წელს გახდა და მასზე პასუხიმგებლობას მერიის მიერ დაქვემდებარებული შპს "პარკინგსერვისი" ახორციელებს. სწორედ, ამ კომპანიის მიერ მოხდა ავტოსადგომის ღირებულების სხვადასხვა ფასის დაადგინა.

Print