ახალი ამბები
ემიგრანტები იტალიაში გარდაცვლილი ქართველი მამაკაცის მკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ
FaceBook
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიაში გარდაცვლილ ქართველ მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, გარდაცვვალების მიზეზის დადგენა სწორედ ექსპერტიზის შემდეგ მოხდება.

უწყების ცნობით, სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარე წლის 24 იანვარს ჩატარდება.

"იტალიის საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ აღნიშნული ფაქტის გამოძიებისთვის, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება," - აცახებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპატამენტში.

45 წლის ქართველი მამაკაცი, ქალაქ ბარში, პარკში გარდაცვლილი ორი დღის წინ იპოვეს.

იტალიის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ცხედარს ბეჭის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

ქართველი ემიგრანტები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი დ.გ რესტორანში ქართველებთან ერთად, ერთ-ერთი ემიგრანტის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

"დაბადების დღეზე საუბარი კამათში გადაიზარდა. ამის შემდეგ გარდაცვლილი წავიდა, თუმცა ვიდრე სახლში მივიდოდა, მას ფიზკურად, სავარაუდოდ, სწორედ ქართველები გაუსწორდნენ," - ყვებიან ქალაქ ბარში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკითხულია გარდაცვლილის მეუღლე და ყველა ის პირი, ვინც დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მზადდება ყველა საჭირო დოკუმენტაცია 45 წლის საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენებისთვის. გარდაცვლილი საქართველოში ქალაქი წყალტუბოში ცხოვრობდა.


Print