ახალი ამბები
დევნილთა სამინისტრო 45 ლარიანი დახმარების გაუქმების შესახებ – ეს მუშა პროცესია
FaceBook
დევნილთა ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დევნილთა და განსახლების სამინისტროში კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებენ. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, უწყება ბევრი მიმართულებით მუშაობს და უამრავი რეფორმა იგეგემება.

თუმცა, ინფორმაციას დევნილთა ყოველთვიური დახმარების შესაძლო გაუქმების შესახებ სამინისტრო, ჯერჯერობით, არ ავრცელებს.

"ყველა რეფორმა ორიენტირებულია დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მათი გრძელვადიანი განსახლების კუთხით. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მუშა პროცესია", – აცხადებენ პრესსამსახურში.

დევნილთა შემწეობის გაუქმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბესო წერედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მას ამის შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვს და მზადაა ბოდიში მოიხადოს, თუ ის მცდარი აღმოჩნდება.

"განიხილება ორი ვარიანტი, მოუხსნან ყველას ან იმათ, ვისაც სახელმწიფომ ბინები დაუმტკიცა", – წერს ბესო წერედიანი სოციალირი ქსელის "ფეისბუქის" გვერდზე.
Print