ახალი ამბები
სამსახურის მაძიებლები გადამზადებას გაივლიან
FaceBook

საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება დაიწყო.


ახალი პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს და საწყის ეტაპზე 50 ბენეფიციარის გადამზადებას გულისხმობს.

ისინი სოციალური მარკეტინგის მიმართულებით გადამზადებიან, ასევე, დასაქმების მსურველები შეძლებენ საერთაშორისო პლატფორმაზე დარეგისტრირებას და სასურველი სამუშაოს მოძიებას.

გადამზადების პირველ ეტაპზე მსურველები, თბილისში შრომის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შეძლებენ გადამზადებას, ხოლო მოგვიანებით, პროექტი რეგიონებშიც განხორციელდება.

"პროექტის მიზანია საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტრენდის დამკვიდრების ხელშეწყობა და გლობალურ დისტანციურ სამუშაოებში ჩართვის მიზნით რაც შეიძლება მეტი სამუშაოს მაძიებელი ადამიანის გადამზადება," - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დასაქმების ბაზაში დარეგისტირებული ბენეფიციარებისთვის გადამზადების პროცესი უფასოა. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა საოციალური მომსახურების სააგენტოებს უნდა მიამრთონ ან ვებ-გვერდზე worknet.gov.ge დარეგისტრირდნენ.

 


 

Print