ახალი ამბები
ქუთაისი–ბათუმის მატარებელი ქვეითს დაეჯახა
FaceBook
ქუთაისი–ბათუმის მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა.


შემთხვევის შედეგად ქვეითი ადგილზე გარდაიცავალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 22 იანვარს დაბა ურეკში, სარკინოგზო მონაკვეთზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე გარადაცვლილის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მამაკაცი ლანჩხუთის რაიონიდან არის.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 275–ე მუხლის 1 ნაწილით, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
Print